პროექტი

                                
გაკვეთილის მთავარი თემა
ფართობი. ფართობის გამოთვლა
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
VI-ა კლასი,    26 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
   მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს მართკუთხედის გვერდების სიგრძეების გაზომვა და მოპოვებული მონაცემების საშუალებით ფართობის გამოანგარიშება.
    მოახერხოს არასტანდარტული ფიგურების მარტივ ფიგურებად დაყოფა გამოთვლების გამარტივების მიზნით და  ჯგუფში  ნამუშევრის  პრეზენტაცია.
   გამოიყენოს მიღებული ცოდნა ყოფა-ცხოვრებაში: შეძლოს   საკუთარი ოთახის  იატაკის  ფართობის პოვნა ან ამოხსნას მსგავსი პრაქტიკული ამოცანები
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  დაფარონ  ფიგურა   ერთნაირი არაგადამფარავი ფიგურებით და დაასახელონ  დასაფარად საჭირო ფიგურების მთლიანი  რაოდენობა.
   ფიგურათა  ურთიერთშეთავსებით  შეადარონ ან  შეაფასონ  ფიგურების ფართობები.
  გამოიყენონ ფართობის ადიციურობა   არაგადამფარავი  
ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურის ფართობის მოსაძებნად.
      შეძლონ ფართობის  გამოანგარიშება  ფორმულის  გამოყენებით  ინდივიდუალურად  და ჯგუფებში    ნამუშევრების  პრეზენტაცია  
    
    მათ.VI.9   პოულობს და ადარებს  ბრტყელი ფიგურების ფართობებს
   მათ.VI.11  მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
   მათ.VI.4  იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს
  

წინასწარი ცოდნა

შეფასების  საგანი  და პროცედურები
1.     ინდივიდუალური მუშაობა
2.     პრეზენტაცია
3.     დამოუკიდებელი სამუშაო
 შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით
სასწავლო  მასალა  და ტექნიკური  რესურსი

გაკვეთილის  მსვლელობა
A ფაზა-გამოწვევა:

მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს, რომლებზეც წინასწარ მექნება აღნიშნული წერტილები და ვთხოვ მათ მიმდევრობით შეაერთონ ისინი.
ნამუშევრებს დავამაგრებთ დაფაზე.
მოსწავლეებს ვთხოვ დაასახელონ მათ მიერ მიღებული ფიგურები.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვეტყვი დატოვონ დაფაზე მხოლოდ მართკუთხედები და კვადრატები.
კლასში ვსვამ კითხვებს:
1.რა მსგავსებაა ამ ფიგურებს შორის?
2.არის თუ არა ყველა კვადრატი მართკუთხედი? 
3. არის თუ არა ყველა მართკუთხედი კვადრატი?

B ფაზა: ცოდნის კონსტრუირება

1  .მინი-ლექცია თემაზე: ერთეულოვანი კვადრატის განსაზღვრება:

 მოსწავლეებს წარვუდგენ წინასწარ გამზადებულ თვალსაჩინოებას, სადაც  მოცემულია ერთეულოვანი კვადრატის განსაზღვრება (მოსწავლეებს ბევრჯერ გავამეორებინებ ამ განსაზღვრებას)

2.ინდივიდუალური მუშაობა

  დავარიგებ ინდივიდუალურ ბარათებს, რომლებზეც გამოსახულია მართკუთხედები, კვადრატები  და მოსწავლეებს მივცემ ზუსტ ინსტრუქციას როგორ დაყონ ეს ფიგურები ერთეულოვან კვადრატებად
  თითოეული  მოსწავლე დაითვლის  მიღებული კვადრატების რაოდენობას და დაასახელებს მიღებულ რაოდენობას

 3. მინი-ლექცია თემაზე: ფართობის დათვლა:

მოსწავლეებს ავუხსნი რომ მიღებული კვადრატების რაოდენობა არის მოცემული ფიგურის ფართობი

4.  ჯგუფური მუშაობა:

მოსწავლეებს დავყოფ 5  ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს დავურიგებ წინასწარ მომზადებულ ფერად კვადრატებს და ვთხოვ მათ წებოს საშუალებით ააგონ ფიგურები. კვადრატების რაოდენობა  ისე მექნება გათვლილი, რომ  საბოლოო ნამუშევრებს ექნებათ  კვადრატის, მართკუთხედის და რაიმე არასტანდარტული ფიგურის ფორმა. მოსწავლეები დაითვლიან კვადრატების რაოდენობას და განსაზღვრავენ თითოეული ფიგურის ფართობს. ჯგუფებიდან ერთი წარმომადგენელი გააკეთებს თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციას.

5.  მინი-ლექცია:   მართკუთხედის ფართობის განსაზღვრა:

მართკუთხედის ფართობის საპოვნელად მართკუთხედის  სიგრძე უნდა გავამრავლოთ სიგანეზე.  დავხაზავთ მართკუთხედს, აღვნიშნავთ გვერდებს და დავწერთ ფართობის გამოსაანგარიშებელ ფორმულას: S=ab

6. მუშაობა ამოცანებზე

 ჯგუფებს   ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ბარათებს რომლებზეც გამოსახულია მართკუთხედები, გვერდებზე მონიშნული ზომებით. ფორმულის გამოყენებით და ჩემი დახმარებით ბავშვები გამოითვლიან ფართობებს. ერთად განვსაზღვრავთ ფართობის ერთეულებს.  ჯგუფებიდან შერჩეული ბავშვები აკეთებენ პრეზენტაციას

8.ფიგურის ფართობის შეფასება

 მოსწავლეები უკვე მეტნაკლებად გაიწაფნენ ფართობის გამოთვლაში, შევთავაზებ ასეთ ამოცანას:  ABCD მართკუთხედის ფართობი  49 კვ. სმ­­-ია, რისი ტოლი შეიძლება იყოს  ABC  სამკუთხედის ფართობი? ზოგიერთი  მოსწავლე ძალიან  სწრაფად დაადგენს, რომ სამკუთხედის ფართობი მართკუთხედის ფართობის  ნახევარია.

9.აქტივობის გაფართოება
დამოუკიდებელი სამუშაო

მოსწავლეებს შევთავაზებ სახელმძღვანელოდან დამოუკიდებლად ამოხსნან ამოცანები (5წუთი),    მოსწავლეები ამოხსნილი ამოცანების   პრეზენტაციას გააკეთებენ დაფაზე.

      C-ფაზა: რეფლექსია

მოსწავლეებთან ერთად განვაზოგადებთ მიღებულ ცოდნას: ჩამოვაყალიბებთ ფართობის ცნებას,  დავასახელებთ ფართობის ერთეულებს.
მოსწავლეებს შევთავაზებ კითხვებს, რომლებიც უფრო ნათლად წარმოაჩენს მიღებულ ცოდნას:
1.  რას უწოდებენ ტოლგვერდა მართკუთხედს?
2.  რამდენი  განსხვავებული გვერდი აქვს მართკუთხედს?
3.  რას უწოდებენ  კვადრატს  რომლის გვერდი ერთის ტოლია?
4.  როგორ  ვიანგარიშოთ  მართკუთხედის ფართობი?
5. დაასახელეთ  ფართობის  ერთეულები?
  შევაჯამებ გაკვეთილს: რას მივაღწიეთ და რა არ გამოგვივიდა ისე როგორც ვფიქრობდი.
 შევაფასებ მოსწავლეებს და მივცემ საშინაო დავალებად ამოცანებს.




          

Комментариев нет:

Отправить комментарий